დღე მეცხრე
დღეს პროექტების პრეზენტაციის დღეა. მოვისმინეთ თითოეული გამომსვლელის პრეზენტაცია.
მომხსენებლები იყვნენ:
სოფო ჩიტაძე -თემა :მარიტა-უცოდველი მშვენიერების პიროვნული ტრაგიზმი
რუსუდან ჩაჩანიძე-თემა:ტურიზმი
ირმა გერლიანი-თემა:ხარაგაულის ტყე პარკი
ნატო შათირიშვილი-თემა: ოქროს კვეთა
მერი ღამბაშიძე-თემა: ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე
ქეთევან ყიფიანი-თემა: ელექტრონული წიგნის შექმნა
ნინო ჩხეიძე-თემა: ძველი საზომი ერთეულები
ია ვეფხვაძე-თემა: სვირინგები
მაია ლაცაბიძე-თემა: მადლიერების დღე
და ჩემი ფატმან ღამბაშიძე-თემა: წყალი
კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, მინდოდა აუდიტორიისათვის მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო მეცნიერული ტერმინები, ამიტომ ვეცადე მათთვის გასაგებად მესაუბრა და მიმომეხილა პროექტის ძირითადი ასპექტები. წარვადგინე გეგმა და აღვწერე მისი თანამიმდევრობა შაბლონის მიხედვით. ჩემი სურვილია ჩემი გამოსვლით აუდიტორია კმაყოფილი დარჩეს.დავუწერე კომენტარები ყველა გამომსვლელს.ტრენინგმა ჩემი სურვილი მცოდნოდა უფრო მეტი ვიდრე გუშინ გაამართლა. ნაყოფიერი იყო ტრენინგის მთლიანი კურსი. მადლობა ტრენერს მანანა კვინიკაძეს თავისი პროფესიონალიზმისათვის, გულისხმიერებისა და გაწონასწორებისათვის.ისედაც ვიცოდი მისი საოცარი შრომისუნარიანობის შესახებ მაგრამ ამ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველა მონაწილეს და ქალბატონ მანანას ვუსურვებ წარმატებებს.გადმოგვეცა სერთიფიკატები. ყველაფერი შთამბეჭდავი იყო.
პროექტი
Wednesday, August 12, 2015
Tuesday, August 11, 2015
დღე მერვე
გავიარეთ მეშვიდე მოდული. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას, ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა. კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

Monday, August 10, 2015
დღე მეექვსე
უკუკავშირით განვიხილეთ პროექტის პროცედურები. ვისწავლეთ. მე-5 მოდული: მოსწავლეთა პროექტების შეფასება.ვისწავლეთ ბლოგპოსტებისა და პეიჯების შექმნა, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ყველასათვის. მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკის თითოეული პუნქტების განხილვა. გამიჩნდა ინტერესი დამოუკიდებლად შევქმნა სხვა პროექტის შეფასების რუბრიკები აღნიშნული სქემით. ყოველი დღე ვიზრდები და მიჩნდება ახალი იდეები. მადლობა ამისათვის ტრენინგის ორგანიზატორებს. მადლობა მინდა ვუთხრა ტრენინგის მონაწილეებს საინტერესო თანამშრომლობისათვის,რაც უფრო მეტად იწვევს ჩემში მოტივაციის გაზრდას.

დღე მეშვიდე
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე , განვიხილეთ გარდნერის თეორია და სხვადასხვა მოსწავლეთა სწავლის სტილი დავადგინეთ რომელსაც შევუსაბამეთ აქტივობები.
გავაკეთეთ მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა. ასევე გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის შაბლონი. ასევე ვისწავლეთ ინტერვიუს შედგენა და ბლოგზე განთავსება. ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ასევე პრეზენტაციის ფორმა.ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. მომავალი დღისათვის მოგვეცა დავალებები .
Thursday, August 6, 2015
Wednesday, August 5, 2015
დღე მეოთხე
გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს ,მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან.
გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს ,მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან.
შეფასების მიზანი:
- მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
- პროგრესის მონიტორინგი
- ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
- მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
მოსწავლეთა შეფასებისათვის შევადგინეთ ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.
Saturday, August 1, 2015
დღე მესამე
ჩვენ მესამე დღეს ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო მიზნებზე, კერძოდ განახლებული ბლუმის ტაქსონომია დაგვეხმარა ,რომ გაგვერკვია და მოგვერგო ინდიკატორები. სტანდარტში არსებული ზმნები ყოფილიყო მაღალსააზროვნი და შესაბამისი. ასევე გავაკეთეთ საკვანძო კითხვების მოძიება,პრეზენტაცია და გეგმაში შევიტანეთ კითხვები.

Subscribe to:
Posts (Atom)